აპირებს თუ არა ევროკავშირის იმ რეკომენდაციების შესრულებას აგვისტოს ბოლომდე, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება - ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ "თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია - უპირატესობა მიენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რადგან, მისივე თქმით, ეს ქართველი ხალხის არჩევანია".
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან "ჯანსაღი დისკუსიისთვის" "ყველა სუბიექტთან". ახლა, მისი შეფასებით, რეკომენდაციები "ულტიმატუმებს" ჰგავს. პრემიერი ამბობს, რომ ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისივე თქმით, ეგზისტენციალური საკითხია.