ევროპარლამენტარებს სურთ, რადიკალების ჩავარდნილ აქციას სული შეუბერონ - რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2025, 17:32 123 ნახვა

დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას სული რომ შეუბერონ, ევროპარლამენტარებს სურთ, უქმე დღეს სამსახურში აგენტურა გამოიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც – კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა.

„რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს-ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას. დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც – კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა“, – წერს რატი იონათამიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში