რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? - პაპუაშვილი

20 ივლისი 2025, 16:07 164 ნახვა

როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის ორწლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე“.

„იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ენჯეოების ყალბი სამედიცინო დასკვნები და „ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს“ კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული, როგორც დღეს.

 

მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? არა.

 

შედეგად, ბრიუსელის მაშინელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი