თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები და სხვა საკითხები მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში განიხილეს.
შეხვედრაზე ცესკოს მიერ მიღებული აქტები და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა განიხილეს.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.