ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში

21 ივლისი 2025, 20:02 131 ნახვა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დასრულდა. მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იყო ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების მდგომარეობა და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები.

ხელისუფლების მოთხოვნა, შეწყდეს ორივე მიმართულებით უკანონო პრაქტიკა, ისევ უპასუხოდ დარჩა.

ოფიციალური ინფორმაციით, ვერ მოხერხდა შეთანხმება მელიორაციის და თავისუფალი გადაადგილების საკითხებზეც. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 სექტემბერს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი