ეკონომიკურ-სტრატეგიული ურთიერთობა, გლობალური გამოწვევები, აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, ოკუპაცია - ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე იმსჯელეს.
გამართეს ერთობლივი ბრიფინგიც და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობების გაღრმავებაზე.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აუდიენციას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.
თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდიცაა ჩანიშნული.