MEGOBARI აქტის მიღება შეჩერდა - ალექს რაუფოღლუ

24 ივლისი 2025, 10:31 181 ნახვა

MEGOBARI აქტის მიღება შეჩერებულია - ინფომაციას ამის შესახებ ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ  მიზეზი სამი სენატორია, რომლებმაც საკითხს ვეტო დაადეს.

„MEGOBARI აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა: რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა“, – წერს ალექს რაუფოღლუ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში