საქართველოს ელჩი თურქეთში შეხვედრას განაგრძობს

26 ივლისი 2025, 11:16 133 ნახვა

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია მარმარას რეგიონში ვიზიტს განაგრძობს. მას უკვე ჰქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ქალაქ ქესთელის მერთან ფერჰათ ეროლთან. შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე.

ქალაქი ქესთელი ცნობილია ძირითადად ხილის წარმოებით და მერმა ინტერესი გამოთქვა ამ მიმართულებით საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებზე. ორმხრივი თანამშრომლობის უფრო დეტალურად განხილვისთვის საქართველოს ელჩმა იგი ანკარაში, საელჩოში მიიწვია და მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქართველოშიც. ქ

ესთელის მერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კალანდია მარმარას რეგიონის კავკასიურ-ქართული კულტურის ცენტრს ეწვია, სადაც მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა.

ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მათ მნიშვნელოვან როლზე.

ელჩმა ეთნიკურ ქართველებს ქართული კულტურისა და ენის შენარჩუნება-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დაუტოვა.

დღეს კი არჩილ კალანდია იზნიქის, ორჰანგაზისა და გემლიკის ქართულ ასოციაციებს ეწვევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში