შეხვედრები თურქეთში

26 ივლისი 2025, 17:53 507 ნახვა

თურქეთში საქართველოს ელჩისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. არჩილ კალანდია საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ქალაქ იზნიკის მერსა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი შეეხო  მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

იზნიკი ცნობილი ტურისტული ქალაქია და ასვეე აქ კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, კონკრეტულად კი ზეთისხილი. ორივე შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო ურთიერთობების, ექსპორტ-იმპორტის გაძლიერებას და ასევე კულტურულ თუ სხვა სახის ურთიერთობებს. 

როგორც მასპინძელი ისე სტუმრების მხრიდან გამოითქვა არაერთი იდეა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირის ორგანიზებაზე და სხვა სახის კულტურულ თუ სპორტულ ურთიერთობებზე. მოგვიანებით საქართველოს ელჩი თურქეთში დელეგაციის წევრებთან ერთად იზნიკის ბათუმის კულტურის ცენტრს ეწვია, სადაც მუჰაჯირების შთამომავლებს გაესაუბრნენ.

თემა ამჯერადაც ძირითადად საქართველოს მოქალაქეობა იყო.

თურქეთში მცხოვრები ქართველები უკვე დიდი ხანია მოქალაქეობას ითხოვენ, თუმცა უმრავლესობას ამ დრომდე არ მიუღია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში