"ახალი სანქციები ევროპიდან"- ამ თემაზე "ლელო - ძლიერ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა. გრიგოლ გეგელიას თქმით, ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება. მისი თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია.