„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. პარტიის ინფორმაციით, ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება.დედაქალაქის მოქმედ მერს მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ წარადგეს. შეგახსენებთ, კახა კალაძე ორი ვადით არის თბილისის მერი. ის, ასევე, იკავებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას.