ამ წუთებში ბათუმის საკრებულო სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგი 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ბიუჯეტში. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, ოპონენტების მხრიდან ისმოდა ბრალდებები ქართული ოცნების მისამართით, რასაც მოჰყვა კამათი.