საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.