ქობულეთის საკრებულოს სხდომა

01 აგვისტო 2025, 15:42 309 ნახვა

ქობულეთის ბიუჯეტი ხუთ ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ცვლილების მიხედვით მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტი 99 მილიონი ლარს აღწევს. დღევანდელ სხდომაზე, ასევე ცნობად მიიღეს ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის ანგარიში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითქმის 4-მილიონ ნახევარი ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გადაეცემა.

ასევე სხდომაზე წელს პირველად დაუჭირეს მხარი დელეგირებულ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები.კონკრეტულად სოფელ ჩაისუბნის მე-2, ლეღვას მე-2, ქობულეთის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში. როგორც, გახარია საქართველოს საკრებულოს წევრი ია მესხიძე ამბობს, მუნიციპალიტეტის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საკრებულოს სხდომებს ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი