ლაშა ცანავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

01 აგვისტო 2025, 15:47 154 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი