აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი დაიწყო

02 აგვისტო 2025, 17:47 126 ნახვა

აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის და კატარის მთავრობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიკაილ ჯაბაროვის განაცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევსა და სირიის დროებითი მმართველს, აჰმად ალ-შარაას შორის, 2025 წლის 11 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, თურქეთის გავლით, უმოკლეს ვადებში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი