ბათუმში მიმდინარე აქცია-მსვლელობის მონაწილეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "ევროპული მარშის" მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიის წევრები და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები თავდაპირველად, ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და ბათუმის ქუჩებში შეძახილებით გადადგილდებოდნენ.