შვედეთის პრემიერის განცხადება შეგვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება, დაგვიყენონ მომავალში, შესაბამისად, გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება - ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2025, 15:31 116 ნახვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას შეეხებოდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.

„ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ სტატისტიკაზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადმიანის პიროვნულ იდენტობას და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებაც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება, დაგვიყენონ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც მაქსიმალურად დავიცავთ“, – განაცხადა კობხიძემ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის“.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი