ბრიფინგი ''კოალიცია ცვლილებებისთვის'' აჭარის ორგანიზაციაში 

03 აგვისტო 2025, 14:31 120 ნახვა

''ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის“ - ეს განცხადება, ბათუმში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადეს.

ისინი დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ნინო დათაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს. თენგო თევზაძე ამბობს, რომ ნინო დათაშვილთან დაკავშირებით გაუგონარ არაადამიანურ ფაქტებს აქვს ადგილი რაც მის იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანას  გულისხმობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, კი პარტია ყველაფერს გააკეთებს, „ნინო დათაშვილის და სხვა სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ.  შეგახსენებთ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას „საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავებიან“ ასევე შეგახსენებთ პროკურატურამ მოითხოვა დათაშვილისთვის  ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.

აქვე პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

საპასუხოდ კი ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი