მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას - პრემიერი

03 აგვისტო 2025, 16:03 105 ნახვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში  მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს.

„ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცენდენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი