ხვალ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დასკვნითი სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.