ირაკლი კობახიძე, გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

05 აგვისტო 2025, 12:24 100 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი