4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გიორგი შარაშიძის კანდიდატურას განიხილავს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე მუშაობენ. ცნობილია, რომ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატი ეყოლებათ, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს.