საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების განკარგულება გამოსცა

05 აგვისტო 2025, 15:14 125 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.

„საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ“ ქვეპუნტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი