შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

05 აგვისტო 2025, 15:23 108 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა პაბსეკში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი, ასევე, ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნოემბერში, ბულგარეთში დაგეგმილ პაბსეკის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც საქართველო პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - პაბსეკის პრეზიდენტი.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება პაბსეკის თავმჯდომარეობას და აქტიურად წარუძღვება საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი