გაერო-ს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად - პრემიერი

05 აგვისტო 2025, 16:21 68 ნახვა

გაერო-ს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.

„საქართველო ათამდე ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან, დასავლეთთან აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამის ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობის გაშლა. მონაწილეობა მივიღეთ პლენარულ სხდომაზე. გვქონდა გამოსვლის შესაძლებლობა და ასევე ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ასევე შეხვედრა გვქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, სადაც საინტერესო საუბარი შედგა სხვადასხვა თემაზე. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი