სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე - პრემიერი

05 აგვისტო 2025, 17:10 99 ნახვა

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე, რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.

„ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი