საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს, თორნიკე ნოზაძეს შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.