„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადება

05 აგვისტო 2025, 19:49 125 ნახვა

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

„„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორცილებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებული ვართ, იქნება. სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს. დიდება უკრაინას. ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას“, – აღნიშნულია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი