ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს.
ქვეყნის მასშტაბით სულ 3051 საარჩევნო უბანი გაიხსნება, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით.