„ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას'' - აღნიშნულია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ დანიისა და ლიეტუვის საელჩოებიც. „ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება“ - აღნიშნულია განცხადებაში.