მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში 11 აგვისტომდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და სეტყვა

07 აგვისტო 2025, 15:12 205 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი