„ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას'' - აღნიშნულია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს გერმანიისა და დანიის საელჩოებიც.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ ლიეტუვისა და ლატვიის საელჩოებიც.