2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩა ყველაფერში - პრემიერი

07 აგვისტო 2025, 22:11 103 ნახვა

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს.

„ამოიღეთ კადრები 2009 - 2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია - ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? - სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩა,“- განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სწორედ, სააკაშვილი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.

„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს - ეს იყო სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილი. დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან“, მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, ხვალ არის 8 აგვისტო, რა თქმა უნდა, პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი გმირების ხსოვნას, ტრაგიკული რამ მოხდა, ბუნებრივია, 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით.

“იქ გაგრძელდა ეს ყველაფერი, 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი.

სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით. 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ გადასული შეტევაზე, აპირებდნენ კონსტიტიუციური წესრიგის აღდგენას. 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით.

სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს.

ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. თითოეული სამხედრო არის გმირი, განსხვავებით თქვენი ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იგეგმება სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და, რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შესაძლოა გახდეს 2008 წელს ომის დაწყება, რაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.

„საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ თემაზე. ვნახოთ, რა იქნება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგები. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება, გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა. 2008 წელს თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით და ამას მოჰყვა შემდეგ რუსეთის არაპროპორციული რეაქცია“ – ეს წერია რეზოლუციაში. ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი? მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას, მანამდე მთელი დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი და აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქს ქალაქზე, სოფელს სოფელზე ათავისუფლებდნენ“ , – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი