სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - ირაკლი კობახიძე

07 აგვისტო 2025, 22:40 151 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებითხ მერობის კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი. რაც შეეხება მაჟორიტარებს, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა მათ გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გასწიეს.

პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში,  პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში.

“თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლოს ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული 4 წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში,  პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში.

სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ
მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი