აგვისტოს ომს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სოციალურ ქსელში წერს, რომ “დაბრმავებული ქართველების ხელით დღესაც ცდილობენ ქვეყნის არევას, დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და ქაოსის დათესვას, რაც მისი თქმით მხოლოდ გარე მტრის ინტერესს ემსახურება”.
პაპუაშვილი პარალელს ავლებს უკრაინის ომთან და წერს, რომ მასთან დაკავშირებული მოვლენები გვაჩვენებს იმ საფრთხის მასშტაბს, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდეს.