პრემიერს დღეს კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით თორნიკე რიჟვაძე თავს უკეთ გრძნობს, რაც შეეხება საქმის დეტალებს, აღნიშნა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და თავად ვერ ისაუბრებს.
თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ განცხადებას, სავარაუდოდ, თავად პროკურატურა გააკეთებს.
ასევე ისაუბრა, რომ უახლოესი მეგობრები არასდროს ყოფილან, თანაგუნდელები იყვნენ და პირადად არ მოუკითხავს, რადგან მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს.