ვინ დაიწყო ომი 2008 წელს - ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით.
ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ომი გარე ძალების დაკვეთით სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, გმირები კი სამშობლოს შეეწირნენ. პრემიერის განმარტებით 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით კი ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა.