ცესკო-ს განკარგულების თანახმად, საარჩევნო ნომერი 4 მიენიჭა „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი პარტიას, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

09 აგვისტო 2025, 14:41 134 ნახვა

ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ნომერი 4 მიენიჭა პოლიტიკურ სუბიექტ „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი სუბიექტს „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. მანამდე ნომერი 4 ეკუთვნოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ნომერი 5 კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს მიენიჭათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:

№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“

№2 – „დემოკრატთა ალიანსი“

№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“

№4 – ქართველ ერთობა

№5 -„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

№6 – „მესამე გზა“

№7 – „თავისუფალი საქართველო“

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№9 – ძლიერი საქართველო – ლელო

№10 − „მემარცხენე ალიანსი“

№11 –„საქართველო“

№12 – მწვანეთა პარტია

№13 –„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№14− „სახალხო ხელისუფლება“

№25 − „გახარია საქართველოსთვის“

№36 – გირჩი

№41 – ქართული ოცნება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი