აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-დან ვიდეოს, სადაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ.
ვიდეოში ვისმენთ გიორგი მარგველაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, გუბაზ სანიკიძის, ლევან ბერძენიშვილის, ლაშა ბუღაძის, შალვა ნათელაშვილის, გიორგი თარგამაძის განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.
„ასეთი განცახდებების ავტორები, იმავე განცხადებებზე რომ მოღალატეს გიწოდებენ, სწორედ, ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს....“ - წერს ცოტნე ანანიძე.