პარტიები, რომელთაც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს საარჩევნო ნომერს კარგავენ. საკითხს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ რიგებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ბრძოლაში ყველაფერზე მიდიან და საარჩევნო ნომერის დაკარგვაც ამ შემთხვევაში მათთვის არაფერს ნიშნავს. ლელო ძლიერი საქართველო არჩევნებზე მონაწილეობით ხელისუფლებასთან ბრძოლაში შედის. რაც შეეხება „ ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკუთარი საარჩევნო ნომრის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არასერიოზულია.