როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება - ფიცო

10 აგვისტო 2025, 15:51 109 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება.

ფიცოს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმება.

„გახსოვთ, ძველი აფრიკული სიბრძნე, რომელსაც ხშირად ვიმეორებ? არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ სპილოები, ბალახია ის, ვინც იტანჯება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება საუბარი 15 აგვისტოს, ბალახია ის, ვინც იტანჯება, ამ შემთხვევაში – უკრაინა.

შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში ისინი ერთმანეთს გაასწრებენ „ბიზნესის შესაძლებლობების“ საძიებლად“, – აღნიშნა ფიცომ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი