"ქართულმა ოცნებამ" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად ზაზა დიასამიძე წარადგინა

11 აგვისტო 2025, 17:09 153 ნახვა

ზაზა დიასამიძე დაიბადა 1977 წლის 23 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შავლიძეებში.

1994–1999 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის დამოუკიდებელ ერთაშორის ინსტიტუტში „მეგობრობა“, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა დაასრულა იურისტის კვალიფიკაციით. მას აქვს უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება:
ზაზა დიასამიძემ პროფესიული კარიერა 1999 წელს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში.

  • 2000–2003 წლებში მუშაობდა აჭარის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ინსპექტორისა და უფროსი ინსპექტორის პოზიციებზე;

  • 2003–2004 წლებში იკავებდა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის თანამდებობას;

  • 2016–2017 წლებში იყო შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი;

  • 2017–2018 წლებში ხელმძღვანელობდა შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს;

  • 2018–2021 წლებში კვლავ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა;

  • 2021 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ;

  • იმავე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, არჩეულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე.

2023 წელს გახდა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი