"ქართულმა ოცნებამ" ქედის მერობის კანდიდატად მამუკა თურმანიძე დაასახელა

11 აგვისტო 2025, 17:10 324 ნახვა

მამუკა თურმანიძე დაიბადა 1984 წლის 18 ივლისს. ამჟამად არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. არის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი.

განათლება:
2001-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:

2024 წლის 26 ნოემბრიდან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

13/06/2024 – 24/09/2024 — აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;

25/05/2022 – 12/06/2024 — აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი;

01/08/2020 – 24/05/2022 — იმავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2013-2020 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში უფროს ოპერატიულ თანამშრომლად;

2007-2013 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ინსპექტორ-გამომძიებლად, ოპერატიულ თანამშრომლად და ანტიკორუფციული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი