მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იქნება - თურქეთში საქართველოს ელჩი

12 აგვისტო 2025, 11:06 122 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან, შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ლოგისტიკის მიმართულებებით, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრების დროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

„თურქეთი არის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საქართველოსთვის და ასევე უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საუბრების დროს იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველო თურქეთთან ერთად ასევე არის ტრანსკასპიური დერეფნის ე.წ. შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო და მნიშვნელოვანია რომ ამ კონტექსტში, შუა დერეფნის კონტექსტში გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან“, - განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი