„ლელოს" განცხადება

12 აგვისტო 2025, 11:05 163 ნახვა

''ძლიერი საქართველოს'' წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სათანადო პირობებისა და საბავშვო ბაღების გარეშე ტოვებს. მთავრობის ოპონენტების განცხადებით, თვითმმართველობა ბათუმის  იმ საბავშვო ბაღებს უტარებს რეაბილიტაციას, რომლებიც 4-5 წლის წინ გარემონტდა.

ოპოზიციის განმარტებით, ტენდერებს იგებენ ჩინოვნიკებთან დაახლოებული კომპანიები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ გამოცდილება, რის გამოც რეაბილიტირებული და ახალი ბაღები მალე გამოდის მწყობრიდან და ბავშვებს არ ეძლევათ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა.

ძლიერი საქართველოს წევრები იმყოფებოდნენ 34-ე საბავშვო ბაღთან, რომელზეც ათასობით ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და მათივე განცხადებით, სწორედ ავარიულობისა და არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაიხურა.

ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის  კორუფციის ნათელი მაგალითი და პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი