პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში

12 აგვისტო 2025, 17:49 188 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრამდე მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პრეზიდენტი მავზოლეუმში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო, ასევე ჩანაწერი დატოვა საპატიო სტუმართა წიგნში.

ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი საკითხებია საქართველო- თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი