გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი ჟენევაში

14 აგვისტო 2025, 11:15 95 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ქალაქ ჟენევაში შვეიცარიის კონფედერაციას ესწრება. ნინო თანდილაშვილი  პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნარჩენების მართვის მიმართულებით მიაღწია როგორც პოლიტიკურ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მინისტერიალის ფარგლებში ნინო თანდილაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს, ინგერ ანდერსენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ნარჩენების მართვის ახალი ინიციატივების განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ინგერ ანდერსენმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე აღნიშნა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო გარემოსდაცვითი დღის წესრიგისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების შესრულების მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში