სულხან თამაზაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა

15 აგვისტო 2025, 11:30 220 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, ზაზა დიასამიძე, როგორც ხელვაჩაურის მოქმედი მერი, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმიანობას. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივად, მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ.

ზაზა დიასამიძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2021 წლიდან იკავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას.

სულხან თამაზაშვილთან ერთად ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პარტია ,,ქართული ოცნების” ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მინდია დიასამიძემ წარუდგინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში