თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
საბოლოო სიტყვაში დავით ხომერიკმა საქმის მოსამართლეს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც ხომერიკმა აღნიშნა, 8 თვეა, უსამართლოდ, მტკიცებულებების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში, რადგან გავრილოვის ღამიდან დაწყებული ხელისუფლების ანტიევროპული კურსი გააპროტესტა.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე მუხლით დააკავეს, რაც ასაფეთქებელი, ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ხომერიკი 2 დეკემბერს თამარაშვილის გამზირზე დააკავეს.